პარტია „გირჩის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა

პარტია „გირჩის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა.

ახალგაზრდები ადგილზე „ხატებით“ მივიდნენ, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული. მათ ადგილზე სანთლები დაანთეს და იგალობეს.

ამასთან, მათ იმღერეს სიმღერა „ვხედავ მეცხვარეს“.

აქტივისტების თქმით, ინსპირაცია „ბერი ნარიმანის მრევლი იყო“ და ამ ფორმით მათ ცოცხალი ადამიანის გაფეტიშება გააპროტესტეს. მათივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს მხარდამჭერები ღმერთად აღიქვამენ და ეს მათთვის მიუღებელია.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია-იქნება ზუსტად ისეთი პროტესტი, როგორიც დაანონსებულია, იქნება პიკეტიც
შემდეგი სტატიაანზორ ბიწაძე: არაპროგნოზირებადია რას გააკეთებს ხელისუფლება დღეს ან ხვალ