ანრი ოხანაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პოზიციები გაცვალეს.

„საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ცალკე დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზე გავეცანით სამსხურის სამომავლო საქმიანობის მიმართულებებთან დაკავშირებულ გეგმებს. ასევე, მოვისმინეთ კონკრეტული შემოთავაზებები და ინიციატივები თანამშრომლობასთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რასაც პერსონალური მონაცემების დაცვა ჰქვია“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ – „ქართული ოცნების” თვე-ნახევრიანი ანტიუკრაინული რიტორიკა შეიცვალა იმით, რომ ფაქტობრივად, ვაიძულეთ წავიდნენ უკრაინაში – ვაშაძე
შემდეგი სტატია1100 -მე მეტი ობოლი ბავშვი გაიყვანეს რუსეთში გასაშვილებლად, ჩვენ გოგოებს და ბიჭებს აიძულებდნენ გაშიშვლებას – დენისოვა