მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ – „ქართული ოცნების” თვე-ნახევრიანი ანტიუკრაინული რიტორიკა შეიცვალა იმით, რომ ფაქტობრივად, ვაიძულეთ წავიდნენ უკრაინაში – ვაშაძე

მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ – “ქართული ოცნების” თვე-ნახევრიანი ანტიუკრაინული რიტორიკა შეიცვალა იმით, რომ ფაქტობრივად, ვაიძულეთ წავიდნენ უკრაინაში, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათი ჯგუფიდან უკრაინაში ხათუნა სამნიძე გამგზავრება. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას, ვაშაძე ამას შეცდომად აფასებს.

“ვაიძულეთ წავიდნენ არა მარტო, როგორც გუშინ უნდოდათ, არამედ ფართო ოპოზიციურ წარმომადგენლობასთან ერთად, ისე, როგორც ჩვენ შევთავაზეთ და ჩვენი პირობებით ხდება თავიდან ბოლომდე ამის ორგანიზება.

ეს არის მნიშვნელოვანი წინსვლა. ანტიუკრაინული განცხადებები იყო არასწორი, ამიტომ ყველა პოლიტიკური ძალა უნდა მოქმედებდეს სახელმწიფო ინტერესით და არა ვიწრო პარტიული ინტერესით. ვწუხვარ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ უერთდება ამ დელეგაციას, ეს არის სერიოზული შეცდომა. საერთო სახელმწიფოებრივი დელეგაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის უკრაინის მოწვევით გაკეთებული ვიზიტი, ეს არის მათი თხოვნა, რომ იყოს ფართო პოლიტიკური სპექტრი წარმოდგენილი, ეს არ არის ის, რაც უნდოდა “ქართულ ოცნებას,” ეს არის ის, რაც უნდოდათ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რომ საქართველოს სახელმწიფოს დაესვა წერტილი იმ გაუთავებელი ანტიუკრაინული კამპანიისთვის, რაც ისმოდა,”- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ნიკოლაევისა და ხერსონის მიმართულებით 50-ზე მეტი ოკუპანტი გაანადგურეს
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს, ლელა ჯანაშვილს შეხვდა