ანრი ოხანაშვილი : ოპოზიციის წარმომადგენლები მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის დისკრედიტაციასა და საბოტაჟის მოწყობას ცდილობდნენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს გამოეხმაურა და მას ისტორიული უწოდა.

„მსურს, შევეხო იმ პროცესს, რომელიც მიმდინარებს საქართველოს პარლამენტში, კერძოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. მოგეხსებათ, რომ ჩვენ ვართ ყველანი მომსწრე ისტორიული პროცესის, როდესაც ჩვენ განვიხილავთ სრულიად ახალი ფორმით მაქსიმალური გახსნილობით, მაქსიმალურად გამჭვირვალედ უზენაესი სასაამართლოს მოსამართელობის კანდიდატებთან გასაუბრებას. მინდა გითხრათ, რომ ეს ისტორიული პროცესი შედგა, ეს არის საზოგადოებრივი პროცესი, ვინაიდან ჩვენს საზოგადოებას აქვს სრული შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში მიადევნოს თვალი და მონიტორინგი გაუწიოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დაპირება, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნებოდა, შესრულდა.

„ჩვენი დაპირება, “ქართული ოცნების”, სახელისუფლებო გუნდის დაპირება, რომ ეს პროცესი იქნებოდა მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე, უზრუნველყოფილი იქნებოდა სრული ჩართულობა იმ სუბიექტების, ვინც არიან დაინტერესებული მხარეები, შესრულდა. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაპირება და შესაბამისად ეს პროცესი მიმდინარეობს მაქსიმალური გამჭვირვალობით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნულ პროცესს ძალიან დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა.

„მოგეხსენეებათ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა პოოზიტიურად შეაფასა ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში და ხაზი გაუსვა, რომ იგი არის ძალიან მნიშველოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის. ასევე, მსურს შეგახსენოთ საქართველოში ევროკავშირში საქართველოს ელჩის კარლ ჰარცელის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში მოსამართლეების შერჩევის პროცესი არასდროს ყოფილა ასეთი გამჭვირვალე, ეს ყველაფერი არის უკვე აღიარება იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც სწორედ ჩვენი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენი მიზანია მთლიანობაში ეფექტიანი, სანდო და სამართლიანი სასამართლო სისტემის განმტკიება, ეს არის მიზანი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან პროცესის დისკრედიტაციისა და საბოტაჟის მოწყობის მცდელობა იყო.

„მინდა, ასევე შევეხო რამდენიმე საკითხს, რომელსაც ადგილი ჰქონდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სამწუხაროდ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა კოლეგამ სცადა ამ პროცესის პოლიტიკურ სეირად გამოყენება, გადაქცევა და ადგილი ჰქონდა ასევე საბოტაჟის მოწყობის მცდელობას, უნდა მომხდარიყო ამ პროცესის დისკრედიტაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მყავს მხედველობაში, ზოგიერთი სხვა ოპოზიციონერიც. ბატონებო და ქალბატონებო, ძალიან სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება, ეს არის დამოკიდებულება, რომელიც აზიანებს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, სახელმწიფოებრივი ინტერესია, რომ ეს პროცესი შედგეს, სახელმწიფოებრივი ინტერესია და ყველას ინტერესი უნდა იყოს, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს ასეთივე ფორმით, მაქსიმალურად გახსნილად და ყველას თქვენი ჩართულობით და თუკი ვინმე ცდილობს ამ პროცესის დისკრედიტაციას, ეს არის სწორედ იერიში სახელმწიფოებრივ ინტერესებზე და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობა, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არავის უფლებას არ მივცემთ, ჩვენი ამოცანაა ნაბიჯ-ნაბიჯ ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებით, როგორიც არის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, როგორიც იყო ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, რომელმაც უზრუნველყო ამ პროცესის ამ ფორმით გახსნა, აი ასეთი ნაბიჯ-ნაბიჯ, ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმებით ისეთი მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევა, როგორიც არის სამართლიანი სასამართლოს სისტემა, როგორიც არის სანდო სასამართლო სისტემა, როგორიც არის ეფექტიანი სასამართლო სისტემა და ჩვენი ამოცანა, რომ უზრუნველვყოთ მაქსიმალურად ჩვენი მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული სასამართლო სისტემის განმტკიცება, აი ყველა ამ რეფორმით იქნება უზრუნველყოფილი“,- აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე : არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : ირაკლი კობახიძე მათემატიკაში ძალიან სუსტი ყოფილა