რომან გოცირიძე : ირაკლი კობახიძე მათემატიკაში ძალიან სუსტი ყოფილა

ირაკლი კობახიძე მათემატიკაში ძალიან სუსტი ყოფილა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

გოცირიძის თქმით, თუ 2020 წელს „ქართულმა ოცნებამ“ 45 პროცენტი დააგროვა, ეს ნიშნავს, რომ დანარჩენმა პარტიებმა 55 პროცენტი დააგროვეს. მისი განცხადებით, ხელისუფლება სწორედ გაერთიანებული პოლიტიკური ძალების მიერ იქმნება.

„კობახიძემ ძალიან სასაცილო მაგალითი მოიყვანა, რადგან მათთვის 45 პროცენტი საოცნებოა. გულში ფიქრობენ, რომ 45 პროცენტს „ქართულ ოცნება“ აიღებს, 6 პროცენტს „პატრიოტთა ალიანსი“, მაგრამ ასე არ მოხდება. „ქართული ოცნების“ მაქსიმალური ჭერი შეიძლება იყოს 28-30 პროცენტი. ძალიან კარგად გრძნობენ, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლება მოდის, ამას უნდა შეეგუონ და წავიდნენ ოპოზიციაში. სჯობს, ახლავე კარგი კანონები მიიღონ, რომ შემდეგ ოპოზიციაში ყოფნის დროს გამოადგეთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45 პროცენტი მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მაღალი იქნება ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობაც.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი : ოპოზიციის წარმომადგენლები მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესის დისკრედიტაციასა და საბოტაჟის მოწყობას ცდილობდნენ
შემდეგი სტატიააკაკი ბობოხიძე : იმედი მაქვს, კობახიძის პროგნოზი გამართლდება და „ქართული ოცნება“ კოალიციის შექმნას ვერ შეძლებს