ანი წითლიძე: ჩვენს გაქრობაზე საუბარმა ისე არ გაგიტაცოთ რომ თავად არ აორთქლდეთ ქართული პოლიტიკის ორბიტიდან

“ენმ კრიტიკა, ზოგ ოპოზიციურ პარტიას თუ უახლეს წარსულში ქოცს და ახლა ოპოზიციონერად მოვლენილს, ნორმად ექცა.
რომ ჰკითხო, ერთობისთვის იღვწიან და ამ დროს, მათი განცხადებებში კარგად იკითხება მათი ვიწრო პარტიული ინტერესები.
თუ გულწრფელები ვიქნებით, მათი განცხადებები მეტწილად უფრო კბენას გავს, ვიდრე კრიტიკას.
ჩვენ, საერთო ოპოზოციური ერთობის ხათრით (რომელიც სხვათაშორის პირველებმა დაარღვიეს თავის დროზე), პასუხს არ ვცემთ. ერთობის ხათრის გარდა, უამრავი სხვა გამოწვევა გვაქვს ქვეყანაში, თან ბევრად მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს უაზრო კამათი და უსაგნო პოლემიკაა.
როგორც ჩანს, ეს ჩვენი სიჩუმე მათ კიდევ უფრო ათავხედებს, იმდენად რომ გამქრალებსაც კი გვეძახიან.
ამხანაგებო! ჩვენზე დარდს მოეშვით და თქვენს პარტიებს მიხედეთ!
რომ იცოდეთ, ძალიან კარგად გვახსოვს ბევრი რამ.
მაგალითად:
1. პალიკო კუბლაშვილის როლი და მისია თქვენს ცხოვრებასა და პარტიაში.
2. თქვენ მიერ დარღვეული ერთობა და პარლამენტში მაშინ შევარდნა, როდესაც ადამიანი ციხეში გვყავდა. რითაც ყველაზე მეტად გააძლიერეთ დასუსტებული ქოცები და გარეთ მარტო დარჩენილებს პარლამენტში შემოსვლის გარდა, სხვა გზა არ დაგვიტოვეთ.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ნუ ახარებთ ქოცებს და თქვენი განცხადებებით ნუ ემსგავსებით რადარებიდან ჩვენი გაქრობის უიმედოდ მოსურნე ღარიბაშვილს! სხვა თუ არაფერი, ისევ და ისევ იმ ერთობის გულისთვის, რომლითაც, რომ გკითხონ, ასე ხართ დაინტერესებული.
ენმ-ის თქვენგან განსხვავებით, ოპოზიციური ერთობისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და ასევე თქვენგან განსხვავებით, ბევრიც დაგვითმია და პარტიული ინტერესები გვერდზე ხშირად გადაგვიდია.
ფრთხილად, ჩვენს გაქრობაზე საუბარმა ისე არ გაგიტაცოთ რომ თავად არ აორთქლდეთ ქართული პოლიტიკის ორბიტიდან”-წერს ანი წითლიძე.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაკიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები სკრინინგ ცენტრის მუშაობას გაეცნენ