ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის ტენდერის ჩაშლამ საერთაშორისო ინვესტორებს კითხვები გაუჩინა

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის ტენდერის ჩაშლამ კითხვები გაუჩინა საერთაშორისო ინვესტორებს, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა ლევან ახვლედიანმა კონსორციუმის მიერ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ბანკებმა ეს შეკითხვა 8 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე დაუსვეს მთავრობას და მთავრობამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებლად ჩაატარებს ამ ტენდერს და სრულად იღებს იმ პასუხისმგებლობას, რომ გზა და რკინიგზა პორტამდე მიიყვანოს“, -აცხადებს ახვლედიანი.

ცნობისთვის, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის 2018 წლის ბიუჯეტში 11 მლნ ლარი იყო ჩადებული, მაგრამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 3-ჯერ გამოცხადებული ტენდერი უშედეგოდ დასრულდა.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის 11 მლნ ლარია გათვალისწინებული.

banner
წინა სტატიაშისოფელ ხურვალეთთან საგანგაშო არაფერი ხდება
შემდეგი სტატია“ევროპული საქართველო” სწორედ იმ მოდელს გთავაზობთ, რომლითაც ჩინჩალაძის კლანი ვერავის ვერ დაბლოკავს