ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2016“ საზეიმოდ გაიხსნა

ანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2016“ საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილეებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, „მომავლის ბანაკი“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ყველაზე მასშტაბური პროგრამაა, რომელსაც ცენტრი მეოთხე წელია ახორციელებს.

”პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბანაკის პირველი სტუმრები სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები არიან. წელს ანაკლიაში ზაფხულს 2 300-ზე მეტი მოზარდი გაატარებს.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო კონფერენცია “პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითრებისთვის” გაიმართება
შემდეგი სტატიასტამბოლის პოლიციის უფროსმა ქალაქის თავზე ვერტმფრენების გაფრთხილების გარეშე ჩამოგდების განკარგულება გასცა