საერთაშორისო კონფერენცია “პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითრებისთვის” გაიმართება

დღეს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის” გაიმართება.

პირველ ყოველწლიურ კონფერენციას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო პროექტის “პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით გამართავს.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნიან.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 250-მდე უცხოელი და ქართველი დელეგატი სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე ბიზნეს სექტორის მაღალი რგოლის მენეჯერები, სამოქალაქო სექტორის და საერთაშიროსო ორგანიზაციების წარმომადგენლები. განიხილება გზები თუ როგორ შეიძლება ადამიანური კაპიტალის განვითარება და პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, რათა ერთობრივი ძალისხმევით მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება.

banner
წინა სტატიაში,,ქართული ოცნება“ იმერეთში დღეს მაჟორიტარობის კანდიდატებს დაასახელებს
შემდეგი სტატიაანაკლიაში „მომავლის ბანაკი 2016“ საზეიმოდ გაიხსნა