ანა ნაცვლიშვილი – “ესენი იყვნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ხალხს და ქვეყანას“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ თანამდებობის პირებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, საპარლამენტო მდივანსა და მრჩევლებს არ ეხებათ. ეს განცხადება ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში გააკეთა. მისივე თქმით, საუბარი იმ ათეულობით ადამიანზეა, რომლებიც წლების განმავლობაში საჯარო სამსახურებში მუშაობდნენ. ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ეს პიროვნებები აქამდე არსებულ პრეზიდენტებს კი არა, არამედ საზოგადოებასა და საკუთარ ქვეყანას ემსახურებოდნენ.

„ეს ცვლილება არ ეხება ადმინისტრაციაში თანამდებობის პირებს, მაგალითად ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, საპარლამენტო მდივანს, მრჩევლებს და ა.შ. საუბარი იმაზე არ არის, რომ ამ ადამიანებს ვინმე უშვებს. აქ საუბარი არის იმ ათეულობით ადამიანზე, რომლებიც წლებია, მათ შორის სხვადასხვა პრეზიდენტების დროს, მუშაობდნენ საჯარო სამსახურებში, დიდწილად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ესენი არიან კვალიფიციური, კომპეტენტური საჯარო მოხელეები, რომლებიც მარგველაშვილის ან სააკაშვილის და შევარდნაძის თანამშრომლები კი არ იყვნენ, არამედ ესენი იყვნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ხალხს და ქვეყანას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს ხვდება
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძემ და ჯეიმს აპატურაიმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ქვეყნის მდგრადი რეფორმების კურსი განიხილეს