ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, არჩეული პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილთან დღეს პირველი შეხვედრა ექნება.

„ველოდები არჩეულ პრეზიდენტთან პირველ შეხვედრას. წარსულში მრავალი წლის წინ ჩვენ ბევრჯერ შევხვედრივართ, თუმცა ამ სტატუსით ეს პირველი შეხვედრა იქნება. უპირველეს ყოვლისა, მინდა, გამოვხატო ნატო-ს მხარდაჭერა ამ ქვეყნის მიმართ, მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი, მისი ინტეგრაციისადმი. წავიკითხე მისი წერილი „ფაინენშელ თაიმსში“, სადაც მკაფიოდ განაცხადა, რომ განზრახული აქვს ქართველი ხალხის ნების შესრულება, რომელიც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში. ეს იყო ძლიერი გზავნილი, რომელიც მოვისმინეთ ნატო-ში. ახლა უნდა განვიხილოთ, როგორ უნდა განხორციელდეს ეს. ასევე უნდა გადავცე მილოცვა პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება არჩევნების დროს პოლარიზებული დებატების გამო, საჭიროა ამის გადალახვა, რომ პოლიტიკური პროცესი ინკლუზიური გახდეს. დარწმუნებული ვარ, ეს ასევე არის მისი განზრახვა. ასე რომ ველოდები მასთან შეხვედრას“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაი საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. აპატურაი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს.

banner
წინა სტატიაში“ნუ დაიწყება ვაი-ვიში და ინაუგურაციის ადგილის ცვლილება”- ვაშაძე 16 დეკემბრის აქციაზე
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი – “ესენი იყვნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ხალხს და ქვეყანას“