ანა ბუჩუკური – ლგბტ პროპაგანდა რომ „დაგუგლოთ“, ამოგიგდებთ „ქართულ ოცნებას“

ლგბტ პროპაგანდა რომ „დაგუგლოთ“, ამოგიგდებთ „ქართულ ოცნებას“, მათ დროშას ცისარტყელას დროშასთან ერთად და მამუკა მდინარაძეს, როგორც ლგბტ პროპაგანდისტს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ ახალ კონსტიტუციურ პროექტს.

მისივე თქმით, ისინი ამ განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ბავშვების წინააღმდეგ მიმართული ყველა პროპაგანდა ცუდია.

ბუჩუკურის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“, არ უნდა მიეცეს უფლება, რომ “ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვა გამოიყენოს პირადი, პარტიული, წინასაარჩევნო მიზნებისთვის ინსტრუმენტად“.

„სხვებისგან განსხვავებით ჩვენ პირველივე დღეებიდან გამოვთქვით მზაობა, რომ ამ განხილვებში მონაწილეობას მივიღებთ, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, ბავშვების წინააღმდეგ მიმართული ყველა პროპაგანდა ცუდია. ბავშვები ამ ქვეყანაში მავნე ზეგავლენისგან დასაცავები არიან – ეს ერთი მიზანი და მეორე მიზანი, რა თქმა უნდა “ქართულ ოცნებას”, როგორც მთავარ ლგბტ პროპაგანდისტს ქვეყანაში, არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვა გამოიყენოს პირადი, პარტიული, წინასაარჩევნო მიზნებისთვის ინსტრუმენტად.

მე ასევე საზოგადოებას გავახსენებ, ახლა „ოცნების” მეგობარი რომ არის და წარსულში სააკაშვილის ახლო მეგობარი იყო, ორბანმა მსგავსი ინიციატივა როგორი მანიპულაციებისთვის გამოიყენა თავს დროზე საარჩევნოდ, ძალიან კარგად ვიცით.

მეტსაც გეტყვით, მე პირადად მოვუწოდებდი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც, ნუ ეშინიათ და ემალებიან ამ თემას. კოლეგებო, მოგვეხმარეთ, რომ ბავშვების ზეგავლენისგან დაცვის საკითხი „ქართულმა ოცნებამ” არ გახადოს მანიპულირების თემად.

დღეს ყველაზე მეტად პროპაგანდისტი არის “ქართული ოცნება”, პერსონალურად – მამუკა მდინარაძე. Google ყველაზე საძიებო სისტემაა და ლგბტ პროპაგანდა რომ “დაგუგლოთ”, ამოგიგდებთ “ქართულ ოცნებას”, მათ დროშას ცისარტყელას დროშასთან ერთად და მამუკა მდინარაძეს, როგორც ლგბტ პროპაგანდისტს”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანის საზღვაო ბაზაზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად ერთი სამხედრო დაიღუპა
შემდეგი სტატიამიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, სახელმწიფოს მიერ წარმართული პოლიტიკის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიასა და აქტივობებს