“ან შეკეტილები ვირთხებივით ისხდებიან, ან გააპარებენ”- გოკა გაბაშვილი

მთაწმინდის საოლქო კომისიიდან აქციის მონაწილეები ცესკოს შენობასთან ინაცვლებენ. “ევროპული საქართველოს” წევრის , გოკა გაბაშვილის განცხადებით, მთაწმინდის საოლქო კომისიამ ძირითადი საჩივრები განხილვის გარეშე დატოვა, კომისიის წევრები კი ოთახებში ჩაიკეტნენ. მისი თქმით,  პროტესტი თამარ ჟვანიას, რაც შეიძლება ახლო მანძილიდან უნდა მიაწვდინონ.

“თავის წილი თაღლითობა უკვე ჩაატარეს. დიდი საჩივრები განუხლველად დაუტოვებიათ, თავის კარუსელებიან, ჩაყრიანად, არაფერი არ განიხილეს და ორი ვარიანტია- ან შეკეტილები აქ ვირთხებივით ისხდებიან, ან საიდანღაც გააპარებენ… 11 საათზე ცესკოსთან ქალბატონ ჟვანის ტელევიზიასთან ჩართვა ჰქონია, ასეთი თავხედობაც ხდება თურმე, ცესკოსთან მივიდეთ, რომ ქალბატონ თამარსაც გავაგონოთ რომ დიდი წილი თაღლითობისა და მატყუარობისა მის კისერზეა, არ თქმა უნდა უფრო დიდი წილი ივანივიშვილის” ამბობს გოკა გაბაშვილი.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ და საჩივრების დაკმაყოფილებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაცუცქირიძე: პოლიციას მოგმართავთ, კვირას დაგვთვალეთ