„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ და საჩივრების დაკმაყოფილებას ითხოვენ

სამგორის მე-6 საარჩევნო ოლქთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები არიან შეკრებილები. საოლქო საარჩევნო კომისიასთან მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრები.

ისინი აპროტესტებენ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებს და მათ მიერ შეტანილი საჩივრების დაკმაყოფილებას ითხოვენ.

პარალელურად, საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვები მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ კომისიის სხდომა დატოვა „ნაციონალური მოძრაობიდან“ კომისიის წევრმა. მისი განცხადებით, კომისია რეალურად არ იხილავს საჩივრებს და კომისიის წევრებს მხოლოდ ახსნა-განმარტებებს აწერინებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მათ არა აქვთ მოლოდინი, რომ რომელიმე საჩივრის დაკმაყოფილება მოხდება სხდომაზე.

მათი ინფორმაციით, კომისიის სხდომაზე ამ დროისთვის იმყოფება „ევროპული საქართველოდან“ კომისიის წევრი და ასევე დამკვირვებელი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიზვიად კუპრავა საოლქო კომისიასთან გამართული აქციიდან პოლიციის მანქანით გაიყვანეს
შემდეგი სტატია“ან შეკეტილები ვირთხებივით ისხდებიან, ან გააპარებენ”- გოკა გაბაშვილი