ამომრჩევლის მოსყიდვა ზუგდიდში – ვოლსკი ოპოზიციის ბრალდებებს ფანტაზიას უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობაში გამორიცხავენ, რომ სამეგრელოში ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ფულის მასიური დარიგების ფაქტი არ შეიძლება დაიმალოს. თუმცა ის ფანტაზიას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომ ხელისუფლებამ ზუგდიდში მოსახლეობის ხმების ყიდვა დაიწყო.

ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხის შეთავაზება გუშინ რამდენიმე ამომრჩეველმაც დაადასტურა. ვოლსკი კი ფიქრობს, რომ სანდრა რულოვსის დამარცხება გარდაუვალია და ოპოზიცია წინასწარ ამზადებს ნიადაგს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვაზე აპელირება დაიწყოს.

„საერთოდ ფულის დარიგება, მით უმეტეს მასიური დარიგება არ იმალება და ძალიან დიდი ფანტაზიის უნარი უნდა გქონდეს, ანდა სერიოზულ გეგმებს უკავშირდება ის, რასაც ახლა “ნაციონალური მოძრაობა” ამბობს. ფაქტია, რომ სანდრა რულოვსს ნაკლები შანსი აქვს და რასაკვირველია ამას უნდა მოჰყვეს გარკვეული პროტესტი და არა აღიარება იმისა, რომ მათმა კანდიდატმა წააგო. დრამატიზება არ მომწონს მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენს კანდიდატს კარგად იცნობენ ანალიზიც სიღრმისეული კეთდება საზოგადოების მხრიდან. ვფიქრობ,რომ პირველივე ტურში იქნება გამარჯვება,“-აცხადებს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაში„ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები ხუთჯერ შემცირდა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : თუ ადრე ამომრჩეველს ლამაზი ყუთით კარტოფილს მიართმევდნენ, ახლა პირდაპირ ფულს აძლევენ