ამომრჩევლებს აძლევენ ბიულეტინს, სადაც 2 ნომერი ჩამოხეულია – სერგი კაპანაძე დარღვევებზე საუბრობს

ჩამოხეული ბიულეტინები და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დარღვევებზე საუბრობენ “ევროპულ საქართველოში”.

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ვაკისა და გურჯაანის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩევლებს მისცეს ბიულეტინი, სადაც 2 ნომერი, მათი პარტიის საარჩევნო ნომერი, ჩამოხეული იყო. მას შემდეგ კი, რაც დამკვირვებელმა ეს ფაქტი გაასაჩივრა, კომისიის თავმჯდომარემ ის უბნიდან გააძევა.

კაპანაძის ინფორმაციით, ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებიც. უფრო კონკრეტულად კი როგორც ის ამბობს, რამდენიმე უბანზე, საარჩევნო ურნები დგას ისე, რომ მარტივად არის შესაძლებელი დანახვა, რა ნომერს ხაზავს ამომრჩეველი.

banner
წინა სტატიაში„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლების მიერ 11:00 საათამდე გამოვლენილი დარღვევები
შემდეგი სტატია“საარჩევნო ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა გასწია არჩევნების ორგანიზების კუთხით” – კელი დეგნანი