„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლების მიერ 11:00 საათამდე გამოვლენილი დარღვევები

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, გამოავლინეს კენჭისყყის პროცედურების დარღვევები. კერძოდ:
მნიშვნელოვანი დარღვევები:
• მარნეულის ოლქის მე-5 უბანზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის გრძელვადიან დამკვირვებელს გიორგი მუმლაძეს ადგილობრივი საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ ჭონიაშვილი დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტზე, გიორგი მუმლაძის შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის პოლიციაში საქმე აღიძრა.
• ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქის N27.67.89 უბანზე 30 ამომრჩეველს არ მისცეს პროპორციული ბიულეტინი და ამ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ მაჟორიტარული ბიულეტინით;
• დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში 06.05.105 გადასატან ყუთში დაავიწყდათ ხელმოწერები;
• ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარული ოლქის 14.23.47-48 უბნის გარე ტერიტორიაზე, შენობის გარეთ არის განთავსებული ამომრჩეველთა სიები და უცხო პირები სიებზე აკეთებენ გარკვეულ მინაწერებს;
• ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარული ოლქის N14.25.03 უბანზე ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი კონვერტის გადაცემის პროცესში არღვევს ხმის მიცემის ფარულობას;

სხვა დარღვევები
• ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქის N07.09.09 უბანზე ამომრეჩვლს გაუკეთეს მარკირება და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგინეს, რომ არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი;
• მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.59 უბანზე შევიდა არაუფლებამოსილი პირი;
• მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.05 უბანზე დამკვირვებლებს არ ეძლევათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება;
• მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქის N01.04.14 უბანზე ამომრჩევლებს არ უმოწმებდნენ მარკირებას უბანზე შესვლის დროს. ჩვენი დამკვირვებლის საჩივრის საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა;
• მარნეულისა და გარდაბნის ოლქის N13.22.52 უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ახდენდა აგიტაციას უბანზე;
• მარნეულისა და გარდაბნის ოლქის N13.22.57 გადასატან ყუთთან ერთად წასაღები ბიულეტინებიდან ერთ ბიულეტინზე შემოხაზული იყო 41 ნომერი სუბიექტი;
• მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.26 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას;
• სამგორის მაჟორიტარული ოლქის N05.06.19 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას;
• სამგორის მაჟორიტარული ოლქის N05.06.09 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას;
• ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქის N07.09.09 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას;
საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ზოგადი დარღვევა. კერძოდ, არ ხდება რეგისტრატორთან ამომრჩევლების იდენტიფიცირება. რეგისტრატორები ხშირად არ ითხოვენ პირბადის მოხსნას.
“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და მიუკერძოვებელ გარემოში ჩატარებას და ამომჩეველის მიერ კონსტიტუციური ხმის უფლების და ნების გამოხატვას, საქართველოს მასშატაბით, 24 ოლქში აკვირდება ორგანიზაციის 392 დამკვირვებელი და 21 მობულური ჯგუფი. დამკვირვებლებისთვის შეიქმნა სპეციალური სახელმძღვანელო, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, უბნებზე მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ, მომზადდა დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. ორგანიზაციის მობილური ჯგუფები ასპეციალურად შექმნილი ჩექ-ლისტის საფუძველზე ამოწმებენ საარჩევნო უბნებს. ასევე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში მუშაობს იურისტთა ჯგუფი, რომელიც საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად უწევს კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროებიდან გამომდინარე, ერთვება საჩივრის მომზადების პროცესში.
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ოფისში მუშაობს ქოლ-ცენტრი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ ცხელ ხაზზე: 599 404 185 ან დაუკავშირდნენ ორგანიზაციას Facebook გვერდის მესინჯერში და შეატყობინონ მათ მიერ დაფიქირებული დარღვევის შესახებ, მოაწოდონ ვიდეო და ფოტო მასალა.

banner
წინა სტატიაში“მოვედი, რომ ფულები დავურიგო” – ბიზნესმენი დავით ზეიკიძე
შემდეგი სტატიაამომრჩევლებს აძლევენ ბიულეტინს, სადაც 2 ნომერი ჩამოხეულია – სერგი კაპანაძე დარღვევებზე საუბრობს