,,ამოცანა რა აქვს ამ 7 ნოემბრის კადრების “გახსოვდეს” სათაურით ფრიალს…20 ივნისს რომ გვცემეს, იმით პრავდება თუ რა?!”

7 ნოემბრის კადრებს რომ ატარებთ კედელ კედელ რისი თქმა გინდათ ,როგორ მინდა ჩავწვდე, ნეტავ იცოდეთ? -ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი საკუთარ ფეუსბუქ გვერდზე წერს

ყოფილი მინისტრი, საზოგადოების ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარსული მოვლენების გახსენებას უარყოფითად აფასებს

,,ხოდა მაგრად გვცემეს, გაზით მოგვწამლეს, ტყვიაც გვესროლეს, სადარბაზოებში გვდიეს, მერე კიდევ გვცემეს, კიდევ, კიდევ და რიყეზე საერთოდ ალყაში მოქცევაც სცადეს, ხოდა ….
20 ივნისს რომ გვცემეს, გაზით მოგვწამლეს, ტყვია გვესროლეს, გვდიეს ეს იმითი პრავდება, თუ აიხსნება, თუ რა….
ამოცანა რა აქვს ამ 7 ნოემბრის კადრების “გახსოვდეს” სათაურით ფრიალს.
ამის ნაცვლად, კიდევ ერთი 7 ნოემბერი, 9 ივნისი, 26 მაისი, 20 ივნისი რომ არ განმეორედეს თქვენს ლიდერებს შემოულაწუნეთ, გააღვიძეთ, მშვიდად სახლში წასვლა ურჩიეთ იქნებ გადავრჩეთ სახელმწიფოს მორიგ ძალადობას საკუთარ მოქალაქეებზე თბილისის ქუჩებში “-წერს თინა ხიდაშელი

banner
წინა სტატიაშიპოლონეთი: ჩვენთვის გასაგებია უნდობლობა და აღშფოთება
შემდეგი სტატიაყველა დეტალი ცნობილი იყო როგორც პარლამენტის, ასევე ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის – მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანი