პოლონეთი: ჩვენთვის გასაგებია უნდობლობა და აღშფოთება

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლონეთის საგარეო უწყება თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას აკვირდება, რომელიც რუსეთის დუმას დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შემდეგ განვითარდა.

,,2008 წლის ომის კონტექსტში, რომელიც ბევრ ქართველს კარგად ახსოვს, და მოსკოვის საქართველოსადმი მიმართული აგრესიული პოლიტიკის გამო, რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალი/სამხერთ ოსეთის გამოყოფა გამოიწვია, ჩვენთვის გასაგებია უნდობლობა და აღშფოთება, რომელის რუსი დეპუტატების და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოს პარლამენტში ყოფნამ გამოიწვია, რომელსაც სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობდა” – ნათქვამია საგანგებო განცხადებაში.

ასევე, პოლონეთის საგარეო უწყება ყველა მხარეს სიმშვიდისა და ესკალაციისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

,,ჩვენ გვსურს განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, უზრუნველყონ მოსახლეობის უსაფრთხოება, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და ძალას არ გადაამეტონ. ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია ჟურნალისტებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ ძალის გამოყენება “- განცხადება გამოქვეყნებულია პოლონეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი: რიგგარეშე არჩევნებს აზრი არ აქვს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა თუ ვერ მოესწრება
შემდეგი სტატია,,ამოცანა რა აქვს ამ 7 ნოემბრის კადრების “გახსოვდეს” სათაურით ფრიალს…20 ივნისს რომ გვცემეს, იმით პრავდება თუ რა?!”