ამირან გამყრელიძე : კორონავირუსით ინფიცირებულების ახლო კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 5, 2020 14:00

ამირან გამყრელიძე : კორონავირუსით ინფიცირებულების ახლო კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთან მყოფი ახლო კონტაქტები – ოჯახის ან სამსახურეობრივი კონტაქტები ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

ამირან გამყრელიძის თქმით, ახლო კონტაქტები 12 დღის განმავლობაში უნდა იყვნენ თვითიზოლაციაში.

„შევჯერდით, სამინისტროში წარვადგინეთ დადგენილება, რომ ინიფიცრებულების ახლო კონტაქტები, ოჯახის და სამსახურებრივი კონტაქტები ყოველგვარი ტესტირების გარეშე პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში. სახლში უნდა დარჩნენ ან კარანტინში. შემდგომ, 12 დღის განმავლობაში, თუ ისინი უსიმპტომოები არიან, არ უტარდებათ ტესტირება. 12 დღის შემდგომ კი თავისუფლები არიან. თუ მოხდა კიდეც ინფიცირება ან ჰქონდათ უსიმპტომო ინფიცირება, გადამდებები აღარ არიან. თუ 12 დღის განმაავლობაში წარმოეშვებათ სიმპტომი-ხველა, ტემპერატურა , სუნთქვის გაძნელება, უკავშირდებიან ექიმს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

admin
ავტ.: admin ოქტომბერი 5, 2020 14:00