ამინა ოკუევას მკვლელობის გამოძიების წინასწარი შედეგები დღეს გახდება ცნობილი

ამინა ოკუევას მკვლელობის გამოძიების წინასწარი შედეგები დღეს გახდება ცნობილი. უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ. ჩეჩნური ბატალიონის წევრი ამინა ოკუევა და მისი მეუღლე კიევთან ახლოს მანქანაში წუხელ ჩაცხრილეს. ოკუევა ადგილზე დაიღუპა. მისი მეუღლე ადამ ოსმაევი კი დაიჭრა.

მისი მოკვლა კიევში ივნისშიც სცადეს, ოსმაევი მაშინაც დაიჭრა, მაგრამ უვნებელი გადარჩა მისი მეუღლე, რომელიც ასევე ავტომობილში იმყოფებოდა.

ოსმაევი უკრაინაში 2012 წელს ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის ორგანიზებისთვის დააკავეს, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით ის რუსეთს არ გადასცეს.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ოკუევას მკვლელების მიერაა მოწყობილი თავდასხმები დეპუტატ იგორ მოსიიჩუკზე და მოხალისე თემურ მახაურზეც, რომელიც ორი თვის წინ კიევში მანქანის აფეთქების დროს დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე – არჩევნების დღეს, რაც კი გაუვათ და რასაც კი გამოაპარებენ დამკვირვებლის თვალს, ყველაფერზე მიდიან
შემდეგი სტატიამომდევნო წლიდან შესაძლოა, 40 წლამდე ასაკის პირებმა პენსიის დაგროვება დაიწყონ