ამბობენ, გარბოდაო, რაც არ არის სიმართლე. ბავშვი უდანაშაულოა, არაფერი ფაქტი არ არსებობს – კალანდიას მამა

ამბობენ, გარბოდაო, რაც არ არის სიმართლე. ბავშვი უდანაშაულოა, არაფერი ფაქტი არ არსებობს – აცხადებს მიხეილ კალანდიას მამა. თენგიზ კალანდია აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. მისივე თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მისი შვილი მიმალვას აპირებდა.

„ჩვენ მივდიოდით სასამართლოზე, სადაც მიხეილი უნდა დაკითხულიყო. ამ დროს დააკავეს. ამბობენ, გარბოდაო, რაც არ არის სიმართლე. ბავშვი უდანაშაულოა, არაფერი ფაქტი არ არსებობს. ხელში დანა არ ჭერია“, – განაცხადა თენგიზ კალანდიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა.

მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე თვე, პრაქტიკულად შეუჩერებლად აწარმოებდა ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია, აღდგეს სამართლიანობის განცდა და ოჯახებს ყველა კითხვაზე ჰქონდეთ პასუხი
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული მირზა სუბელიანი ციხეს 8 ივლისს დატოვებს