სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მთავარია, აღდგეს სამართლიანობის განცდა და ოჯახებს ყველა კითხვაზე ჰქონდეთ პასუხი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აზრით, ყველაზე მთავარი და ერთადერთი არის, აღდგეს სამართლიანობის განცდა, ოჯახებს ჰქონდეთ ყველა კითხვაზე პასუხი და არ ჰქონდეთ არც ერთი კითხვა უსამართლობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დავით სარალიძის მკველელობის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწარაფიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

„მოდით, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. დაველოდოთ პროცესებს, მთავარია, სამართლიანობა აღდგეს“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დააკავა.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძის პირველი კომენტარი მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ
შემდეგი სტატიაამბობენ, გარბოდაო, რაც არ არის სიმართლე. ბავშვი უდანაშაულოა, არაფერი ფაქტი არ არსებობს – კალანდიას მამა