ამას ქვია მიზანმიმართული მკვლელობა – ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობრივად შესახლების კადრებზე

“ამას ქვია მიზანმიმართული მკვლელობა” – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი და მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ნიკა გვარამია იუსტიციის სამინისტროს მიერ, მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად შესახლების კადრებს ეხმაურება.

“როგორც კი სააკაშვილის ჯანმრთელობის კონდიციის გაუმჯობესების და მისი მდგომარეობის სტაბილიზაციის გზების ძიებას ვიწყებთ, იუსტიციის სამინისტრო იწყებს კადრების გამოქვეყნებას, რომ პატიმარზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოს და გამოიწვიოს სააკაშვილის პროტესტი, რითიც კიდევ უფრო დამძიმდება მისი მდგომარეობა.

ამას ქვია მიზანმიმართული მკვლელობა”, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიბრეგაძე – ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, ეს არის დიდი მავნებლობა
შემდეგი სტატიაწარმოუდგენელი კადრებია! ოცნებაზე კომენტარს არ ვაკეთებ – ხოშტარია პენიტენციურის კადრებზე