ამ ეტაპზე საავადმყოფო აღიჭურვა 11 სასუნთქი აპარატით და 25 საწოლით

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რუხის საავადმყოფო აღიჭურვება ისე, რომ შეძლებს როგორც ადგილობრივი ისე ოკუპირებული ტერიტორიიდან პაციენტების მიღებას. მინისტრის განმარტებითვე, ამ ეტაპზე საავადმყოფო აღიჭურვა 11 სასუნთქი აპარატით და 25 საწოლით.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საავადმყოფოს დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება 200-მდე პაციენტის მიღება. მანვე განმარტა, რომ ექიმებთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა საჭირო რაოდენობის მედ-პერსონალის პრობლემა, რაზეც მოუწევთ მუშაობა:

„შევხვდით ადგილობრივ ექიმებს, იმ ნაწილს, რომელიც აქ დასაქმდება და რა თქმა უნდა გამოიკვეთა პრობლემა, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მოგვიწევს ექიმების სტაფის მოგროვებაზე მუშაობა. ადგილზე იქნება სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც ამ პროცესს თვალყურს მიადევნებს, რომ პროცესი წარიმართოს ყველანაირი ხარვეზის გარეშე.

აღჭურვა გაგრძელდება და საბოლოო ჯამში ჩვენ გვექნება საშუალება მივიღოთ 200-მდე პაციენტი, რომელიც როგორც მართვით სუნთქავზე იქნება მართული, ასევე იქნება მოთავსებული ბოქსირებულ პალატაში და მიიღებენ ყველანაირ მომსახურებას. გადა ამისა ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პაციენტებს მივიღებთ ოკუპირებული ტერიტორიიდან და რა თქმა უნდა მათაც გავუწევთ ყველა საჭირო მომსახურებას, როგორც ჩვენს მოქალაქეებს.“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძენ.

რუხის საავადმყოფო დღეს მან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად დაათვალიერა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ეროვნული ბანკი ზედმეტად ანებივრებდა კომერციულ ბანკებს, გასცემდა რა დიდძალ რეფინანსირების სესხებს, თანაც არასტაბილური ლარისა და მზარდი ფასების პირობებში
შემდეგი სტატიაპრემიერმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივ ხელისუფლებას დაავალა, მკაცრად გააკონტროლონ საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულება