ალეკო ელისაშვილი:”დავით ნარმანია გაბლატავდა და ძველი ბიჭივით ლაპარაკობს”

ალეკო ელისაშვილ

ალექსანდრე მარგიშვილს არანორმალურად მაღალი ხელფასი ენიშნებადამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკოს ელისაშვილი, დედაქალაქის მერს თბილისის ქუჩების თვითნებურად გადათხრის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

ელისაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წელს ერთი მილიარდი ლარი წყალში გადაიყარა.

„წინა მილიარდი წყალში ჩაიყარა, მოიხედავ უკან და რა გაკეთდა? – არაფერი,“ – ამის შესახებ განცხადება ალეკო ელისაშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა და დავით ნარმანიას მოუწოდა, მოუსმინოს საკრებულოს წევრებს და ისეთი ბიუჯეტი შეადგინოს, რომელიც არა ჩინოვნიკების ინტერესებზე, არამედ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე იქნება მორგებული.

„დავით ნარმანია გაბლატავდა და ძველი ბიჭივით ლაპარაკობს. ასე კი არ უნდა ილაპარაკოს, ყური უნდა დაგვიგდოს ჩვენც და მოსახლეობასაც,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგერმანია-ჰოლანდიის საფეხბურთო ამხანაგური მატჩი მოსალოდნელი აფეთქების გამო შეწყდა
შემდეგი სტატიაგერმანიაში საფეხბურთო ნაკრების მატჩზე ტერაქტი უნდა განეხორციელებინათ!!!