გერმანიაში საფეხბურთო ნაკრების მატჩზე ტერაქტი უნდა განეხორციელებინათ!!!

germania-stadion17 ნოემბერს საღამოს, გერმანია-ჰოლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩი სტადიონზე აფეთქების საფრთხის გამო გადაიდო… აცხადებს N-tv ჰანოვერის პოლიციის უფროსის ფოლკერ კლუვეს სიტყვებზე დაყრდნობით.

,,ჩვენ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ სტადიონზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანა უნდა მომხდარიყო,, აცხადებს კლუვე.

გავრცელებული ინფორმაციით, სტადიონზე საეჭვო პირები და ჩანთა შეამჩნიეს, რომელშიც სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩამონტაჟებული, რის გამოც პოლიციამ  იმ მომენტში სტადიონის ტრიბუნებზე მყოფი ადამიანების მცირე მასის სასწრაფო ევაკუაცია განახორციელა.

ცნობილია, რომ მატჩს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და მთავრობის სხვა წევრებიც უნდა დასწრებოდნენ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილი:”დავით ნარმანია გაბლატავდა და ძველი ბიჭივით ლაპარაკობს”
შემდეგი სტატიაწუთიერი ყვირილი წუთიერი დუმილის ნაცვლად – თურქეთი-საბერძნეთის მატჩზე (VIDEO)