ალეკო ელისაშვილი: ეს არის ერთ-ერთი უარესი, ვინც კი შეეძლო “ქართულ ოცნებას” დაესახელებინა

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენის შესახებ განაცხადა, რომ ძალიან ცუდი კანდიდატურა იქნა შერჩეული.

“ძალიან ცუდი კანდიდატურა იქნა შერჩეული, ეს არის ერთ-ერთი უარესი, ვინც კი შეეძლო “ქართულ ოცნებას” დაესახელებინა. ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც ის პრემიერი იყო, ნულოვანი შედეგი ჰქონდა. თვითონაც წვალობდა და ქვეყანასაც აწვალებდა. ღარიბაშვილის პიროვნულ თვისებებს რომ თავი დავანებოთ, ამ სიტუაციაში, “ქართულ ოცნებას” ისეთი ადამიანი უნდა შეერჩია, ვინც ნაბიჯებს გადადგამდა დეესკალაციისკენ. მათ კი, ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს. ეს იმის მანიშნებელია, რომ მმართველ გუნდს ამ სიტუაციიდანაც ვერ გამოაქვს ვერანაირი დასკვნა. ისინი ჯიუტად განაგრძობენ უგუნური დაპირისპირების პოლიტიკას.

ღარიბაშვილის დანიშვნა ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის და ნიშნავს იმას, რომ ისევ კუნთების თამაშს განაგრძობს “ქართული ოცნება”. ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე მეტი მოძულეა ოპოზიციის,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: საქართველოში დიქტატურა ვერ დამყარდება
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ოპოზიციის ასჯერ ნათქვამ მოლაპარაკებებს და მშვიდობას, ივანიშვილმა ერთხელ, მაგრამ მკაფიოდ და რადიკალურად უპასუხა