მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში დიქტატურა ვერ დამყარდება

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დიქტატურა ვერ დამყარდება. ის ასევე ამბობს, რომ თითოეული სპეცრაზმელის მშობელმა თავისი შვილი “იმ უბედურებას” უნდა განარიდოს.

“საქართველოში დიქტატურა ვერ დამყარდება, საქართველო აღარ იქნება. რისი დიქტატურის დამმყარებლები არიან ეს ორღობის ყვარყვარეები – საქართველო აღარ იქნება, საქართველო, როგორც ქვეყანა გაქრება.

საქართველოს არ აქვს არც ნავთობი, არც დიდი უსაფრთხოების აპარატი. ჰყავთ 3 წყლის ჭავლის მანქანა, რამდენიმე ასეული ბრძოლისუნარიანი სპეცრაზემლი, ოღონდ ბრძოლისუნარიანი საკუთარ ხალხთან და დანარჩენი, რამდენიმე ათასი შეშინებულთვალებიანი, ნიღბიდან რომ იყურება გზააბნეული ცხვარივით…

თითოეული სპეცრაზმელის დედას და მამას ვუთხრათ – ყურში მოკიდეთ თქვენ შვილებს ხელი და გამოათრიეთ იმ უბედურებიდან, განარიდეთ იმ უბედურებას, საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

“ახლა უკან დახევა არ იქნება, ახლა ყოველი წუთი ძვირფასია. ახლა არის მხოლოდ შეტევა. შეტევის გარეშე დაიძვრენს თავს ვირთხა ივანიშვილი და ისევ დაკბენს ყველას იმიტომ, რომ კედელთან არის მიყუჟული”, – დაამატა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივი, რადგან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერი
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი: ეს არის ერთ-ერთი უარესი, ვინც კი შეეძლო “ქართულ ოცნებას” დაესახელებინა