ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ბრიტანეთის ელჩს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია “მოქალაქეების” ლიდერები ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი პარლამენტში დიდი ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი იყო.

მათივე განმარტებით, მხარეებმა შეხვედრისას სასამართლო რეფორმის შესაძლებლობებსა და რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზეც იმსჯელეს.

„ელჩი დაინტერესდა პარტია “მოქალაქეების” ლიდერების ხედვით, თუ როგორ ხედავენ ისინი არსებული კრიზისის განმუხტვის გზებს, ასევე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში, სწორედ, პარტია “მოქალაქეებმა” დააინიცირეს. მხარეებმა განიხილეს სასამართლო რეფორმის შესაძლებლობები და რეგიონში რუსეთისგან მომავალი საფრთხეები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სასამართლოში ფიცი დადო
შემდეგი სტატიალევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსად მამუკა ჯანგულაშვილი დაინიშნა