გოჩა ლორთქიფანიძემ ჰააგის სასამართლოში ფიცი დადო

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალარჩეული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. ექვს ახლად არჩეულ მოსამართლესთან ერთად, მოსამართლის ფიცი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემაც დადო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მოგვიანებით შეუდგებიან.

„გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. ჰააგაში ჩვენს ქვეყანას წარმომადგენელი დღემდე არასოდეს ჰყოლია. არჩევნები გასული წლის 19 დეკემბერს გაიმართა. გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას ხმა 76-მა დელეგატმა მისცა. ჰააგის მოსამართლე ის ცხრა წლის ვადით იქნება.

ჰააგის სასამართლოში მოსამართლის უფლებმოსილების განხორცილებამდე, გოჩა ლორთქიფანიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე განაგრძობს მუშაობას“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითიბისი სტარტაპერის პარტნიორობა BTU-სთან და ახალი საინვესტიციო პროდუქტი ენჯელ ინვესტორებისთვის
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი ბრიტანეთის ელჩს შეხვდნენ