ალასანია პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით საუბრობს
მნიშვნელოვანი
- პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერისთვის მუქარისა და შანტაჟის ეს ფორმა მიუღებელია.
სხვა სტატიები
- სალომე ზურაბიშვილი- მე დავიწყებ კონსულტაციებს,როცა ,,ქართული ოცნება” საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- „მოსახლეობა უკმაყოფილოა და არანაირი ნდობა არ აქვს მთავრობის მიმართ“ – კალანდაძე
- დავით ჭიჭინაძე – ეროვნული ბანკი ლარის ორმოცს გადაიხდის და ხვალიდან ალბათ გამოჯანმრთელდება, რადგან როგორც კობა გვენეტაძე გვარწმუნებს, „მილევადი პროცესები ყოფილა“
პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერისთვის მუქარისა და შანტაჟის ეს ფორმა მიუღებელია.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე დაწყებული გამოძიების შედეგებს ელოდება და აცხადებს, რომ საქმის გახსნა პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერსებში უნდა შედიოდეს.
“ეს მუქარა არ არის ჩემს შემთხვევაში პირველი. წლების მანძილზე იყო დაანონსებული, წინა ხელისუფლების დროსაც, ამ ხელისუფლების დროსაც. რაც არა აქვთ, იმას ვერ აჩვენებენ, მაგრამ, თვითონ ფორმა, მოვლენა არის დასაგმობი. ეს არის ყველა წითელი ხაზის გადაკვეთა. აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიცია ჰქონდა მთელ საზოგადოებას, ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში და სწორედ ამიტომ დავიჯერე, რომ ის წარსულის გადმონაშთები, ვინც ამას აკეთებს, დამარცხდებიან. რაც შეეხება გამოძიებას, არანაირი სკეპტიციზმი არ მინდა გამოძიებაში შევიტანო. იმედი მაქვს და იმაშიც ვარ გულწრფელად დარწმუნებული, რომ პრემიერ-მინისტრს უნდა უნდოდეს ამისი გამოძიება, იმიტომ, რომ პირველ რიგში, ეს მას აყენებს ჩრდილს”, – აცხადებს ირაკლი ალასანია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში, რომელშიც ახალი კადრების გავრცელების მუქარა დაანონსდა, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანიაც არის მოხსენიებული.