ალასანია: გამორიცხულია, სააკაშვილს შვილის სწავლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, გამორიცხულია, სააკაშვილს შვილის სწავლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა.

აღნიშნული კომენტარით გიული ალასანიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ედუარდის სწავლის ხარჯებიც შედის თანხაში, რასაც ედავება მიხეილ სააკაშვილს გამოძიება. დაიხარჯა თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სწავლის თანხა?“.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამის გაკეთება გამორიცხულია.

„თავისი შვილის სწავლის დაფინანსებაზე მეკითხებით, აბსოლუტურად გამორიცხულია ჩემი შვილის ბუნებიდან გამომდინარე. ადამიანი მზად იყო, ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო. ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ იქ ბიბლიოთეკა დაედგა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: ვხედავთ, რაც არის ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ მივაღებინოთ ცვლილება “ქართულ ოცნებას”
შემდეგი სტატიახერხეულიძე – მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ემზადება ხვალინდელი პროცესისთვის