ხერხეულიძე – მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ემზადება ხვალინდელი პროცესისთვის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ემზადება ხვალინდელი სასამართლო პროცესისთვის.

ამასთან, ხერხეულიძის განცხადებით, სააკაშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლო პროცესს თითოეული მედიიდან ერთი წარმომადგენელი მაინც დაესწროს.

„მიხეილ სააკაშვილი აქტიურად ემზადება ხვალინდელი პროცესისთვის. ახლაც მუშა პროცესში იყო, ეცნობოდა ხვალინდელი პროცესის დეტალებს. გზავნილი აქვს ჟურნალისტებთან, ის თავის მეგობრებს და ახლობლებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნახვა ძალიან უხარია პროცესზე, თვლის, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, ადამიანები, რომელსაც ყოველდღიურად გიწევთ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ პროცესების გაშუქება, პოზიტიურად თუ ნეგატიურად, არ აქვს მნიშვნელობა, მედიის ყველა წარმომადგენელს მიეცეს საშუალება, თითო წარმომადგენლით დაესწრონ სხდომათა დარბაზში. გასაგებია, რომ ყველა კამერა ვერ შევა, აქ საუბარია მედიის წარმომადგენლებზე“, – განაცხადა ხერხეულიძემ.

banner
წინა სტატიაშიალასანია: გამორიცხულია, სააკაშვილს შვილის სწავლა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა
შემდეგი სტატიასუს-ი – ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე, მიმდინარეობს მუშაობა მისი გათავისუფლების მიზნით