აკო მინაშვილი: ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მკაფიო, რომ ნიკა მელია უნდა იყოს ამ მაგიდის ირგვლივ

ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მკაფიო, რომ ნიკა მელია უნდა იყოს ამ მაგიდის ირგვლივ – განცხადება ამის შესახებ ორბელიანების სასახლეში დასრულებული შეხვედრის შემდეგ, “მთავარი არხის” ეთერში, “დღის სტუმრის” საგანგებო ეთერში, ენმ-ს წევრმა, აკო მინაშვილმა გააკეთა:

ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მკაფიო, რომ ნიკა მელია უნდა იყოს ამ მაგიდის ირგვლივ, ან საუბარი უნდა იყოს ნიკა მელას გამოშვებაზე და უკვე შემდეგ გიორგი რურუას გამოშვებაზე და მეორე საკითხი, რომელიც არის პრიორიტეტული პარტიებისთვის – ვადამდელი არჩევნები და ესაა ის საკითხები, რომელზეც უნდა შედგეს შემდგომი დისკუსია.

გარკვეულწილად შერბილებული ტონი გქონდა ღარიბაშვილს და ეს გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს. ეს არის საერთაშორისი საზოგადოების და საქართველოს მოქალაქეების აქტიურობის შედეგი მთელი ამ დღეების განმავლობაში” განაცხადა მინაშვილმა

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელი: ამ ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა,რომლებიც უნდა გადაილახოს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: მეგობრებო, არჩევნები თუ გააყალბა, პლებისციტს არ გააყალბებს?