შარლ მიშელი: ამ ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა,რომლებიც უნდა გადაილახოს

ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი გვქონდა. მთავარი გზავნილი არის შემდეგი: ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ოპოზიციიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ერთმანეთისთვის მოგვესმინა და გავიგეთ, რომ ბევრი საკითხია, რომლებიც პოლიტიკური პირების მიერ უნდა გადაიჭრას. მე ევროკავშირის მხარდაჭერას ვთავაზობ განსხვავებულ საკითხებზე ყველა პოზიტიური ძალისხმევის გასაძლიერებლად. ორ კვირაში ბრიუსელში ჩვენ გვექნება შემდეგი ასოცირების საბჭო საქართველოსთან ერთად, სადაც გაირკვევა, თუ რა წინსვლა მოხდა სხვადასხვა საკითხთან მიმართებით. მთავარი გზავნილი შემდეგია: ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დამცველია. ამ ქვეყანაში ბევრი რთული გამოწვევაა: ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, „კოვიდ-19“, უსაფრთხოება, სტაბილურობა. ეს არის ძალიან არსებითი გამოწვევები, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც არის სასწრაფო პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, დღეს საღამოს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრით დიდი ნაბიჯი გადაიდგა წინ.

„ამ საღამოს მე ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულებით უდიდესი ნაბიჯი გადაიდგა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა. ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს რთული საკითხები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებმა და მთავრობამ უნდა განიხილოს. ეს ნიშნავს, როცა მე ყველა მონაწილეს მივმართე შეკითხვით, რომ ჰქონდათ თუ არა პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების სურვილი, რათა ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ამაზე პასუხი იყო მკაფიო – დიახ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური ძალისხმევის მხარდაჭერას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

https://youtu.be/fOOAnfzDhds

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: აქციები გაგრძელდება
შემდეგი სტატიააკო მინაშვილი: ჩვენი პოზიცია იყო ძალიან მკაფიო, რომ ნიკა მელია უნდა იყოს ამ მაგიდის ირგვლივ