„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ლუგარის ლაბორატორიაში, რუსეთის წარმომადგენლების შესვლას ეწინააღმდეგება

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ლუგარის ლაბორატორიაში, რუსეთის წარმომადგენლების შესვლას ეწინააღმდეგება. მისი განცხადებით, თუ რუსეთს საქართველოსთან რაიმე პრეტენზია აქვს, შეუძლია საერთაშორისო მექანიზმები გამოიყენოს.

„არსებობს საერთაშორისო მექანიზმები. თუ რამე პრეტენზია აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში, წავიდეს და ეს მექანიზმები გამოიყენოს. მე წინააღმდეგი ვარ, რომ კარასინებისდა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებების გამო ლუგარის ლაბორატორიაში შევუშვათ. ოპოზიცია უნდა იყოს პრინციპული და არ უნდა მოერთხათ მაშინვე მუხლებზე, რომ ვაიმე ეხლა რა გვეშველება კარასინს თუ არ გავუღეთ კარები და არ შევუშვით ლუგარის ლაბორატორიაში”,-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის დეტალურ დათვალიერებას მოითხოვს. მათი განცხადებით, ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ საფუძველზე სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე. რუსეთი ასევე ამ ლაბორატორიის ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომასაც ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი: თუ შეიძლება ტყე შაჰაბაზის შვილთაშვილებს მიყიდო რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ჩვენი დევნილები 1800 ოჯახი, დაახლოებით 6 000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას, ამისთვის მთავრობა 150 მილიონს ლარს დახარჯავს