„ახალი საქართველო“ ქალებისა და მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკის გათანაბრებას ითხოვს

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ წევრები ინიციატივით გამოდიან, რომ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი გათანაბრდეს და საპენსიო ასაკად ორივე სქესისთვის 60 წელი განისაზღვროს.

პარტიის წევრების განცხადებით, აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და დარღვეულია თანასწორობის პრინციპი.

„ჩვენ გვაქვს ნორმები, რომლებიც აბსოლუტურად დისკრიმინაციულად, ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი განსხვავდება ერთმანეთისგან. მივყვებით სამართლებრივ პროცედურას და საქართველოში გავათანაბრებთ საპენსიო ასაკს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაცია 30 000 ხელმოწერის შეგროვებას და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტშიც დარეგისტრირდება.

banner
წინა სტატიაშილატვიაში აიკრძალა გამოცდების ჩაბარება რუსულ ენაზე
შემდეგი სტატიაშეგნებულად წარდგენილი ყალბი ხელმოწერები – “გირჩი” საარჩევნო კოდექსის ხარვეზებზე საუბრობს