ახალგაზრდებმა თბილისის ქუჩებში “ოცნების” პროპაგანდისტულ პლაკატებს EU-ს მხარდამჭერი ბანერები გადააკრეს

პროტესტი “ქართული ოცნების” სიძულვილის პროპაგანდას – სამოქალაქო აქტივისტებმა მმართველი პარტიის ბანერებს ევროკავშირის მხარდამჭერი ბანერები გადააკრეს.

“სიყვარული ევროკავშირისკენ” – ასეთია იმ ბანერების შინაარსი, რომლითაც სამოქალაქო სექტორი “ქართული ოცნების” სიძულვილის პროპაგანდას უპირისპირდება. პარალელურად, მმართველი პარტიის ლიდერების Facebook პოსტები, სადაც ისინი რუსული კანონის არგუმენტირებას ცდილობდნენ,Facebook ადმინისტრაციამ შეზღუდა.

“სიძულვილის ენა არ გვგონია, რომ სადმე წაიყვანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ მართლა გვინდა, რომ ცოტა ხანს ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც დაფასებული იქნება ყველა ადამიანი და ღირსეულად იცხოვრებს ყველა ქართველი. ამ ჟესტით გვინდოდა დაგვენახებინა, რომ სიძულვილს ენა გამოსავალი არ არის და როდესაც ერთი კვირის წინ ვიყავით ყველა გაერთიანებული სიყვარულით, რაც ფეხბურთმა გაგვაერთიანა ისე გვინდა, რომ გაგვაერთიანოს ევროკავშირმაც,” – ამბობს ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, თბილისში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაშსს – თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, ერთ-ერთ სასროლეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ოთხი ადამიანი