ახალ ფრაქციას „დამოუკიდებელი დეპუტატი“ ერქმევა და მას მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს

დამოუკიდებელი დეპუტატების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა, ლევან კობერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ფრაქციის სახელწოდება იქნება „დამოუკიდებელი დეპუტატი“. კობერიძე ამბობს, რომ ფრაქცია იმ თემებზე იმუშავებს, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

„იმედია, ფრაქციას სხვა დამოუკიდებელი დეპუტატებიც შექმნიან, რათა საპარლამენტო საქმიანობა მრავალფეროვანი იყოს“, – განაცხადა კობერიძემ.

ფრაქციის წევრები იქნებიან: ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, მარიამ ჯაში და ზვიად კვაჭანტირაძე.

banner
წინა სტატიაში“ვეთანხმები ვახტანგ გომელაურს, უკანონო და სამარცხვინო ბრძანებებით პოლიციელები ნამდვილად დაიღალნენ”
შემდეგი სტატიაგრეგორი კარასინი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე-“ეს არ არის ჩემთვის დასასმელი კითხვა”