აკაკი ზოიძე – სრული მობილიზებაა აუცილებელი

საარჩევნოდ იქმნება ცენტრალური შტაბი “ქართული ოცნების” , რომელსაც უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  თბილისის ცენტრალური შტაბი, რომელსაც უხელმძღვანელებს კახა კალაძე- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ მმართველი პარტიასალომე ზურაბიშვილის  მხარს აქტიურად უჭერს.

“დღეს არის პრინციპული პოლიტიკური მეტოქეობა, ყოველგვარი ძალადობის, დაპირისპირების გარეშე. სრული მობილიზებაა აუცილებელი. ჩვენ გავაანალიზეთ ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც მოხდა ის, რაც მოხდა. იქმნება ცენტრალური შტაბი “ქართული ოცნების”, რომელსაც უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე და თბილისის ცენტრალური შტაბი, რომელსაც უხელმძღვანელებს კახა კალაძე. ქალბატონი სალომე არის ცენტრი საერთო ძალისხმევისა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში მოხდება უფრო სტრუქტურირება იმ პარტიული მხარდაჭერისა, რომელიც აქამდე ისედაც იყო”,- განაცხადა ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ი ზუგდიდის ყოფილი მერისა და ყოფილი ვიცე-მერის დააკავებას ადასტურებს
შემდეგი სტატიამამაკაცმა, რომელსაც მოეჩვენა, რომ მის შვილს იტაცებდნენ დედა დაჭრა, ცოლი სცემა და შვილი გაიტაცა-შემთხვევა გორში