„აღარ მჯერა რომ ეს კაცი შემთხვევით გადამეკიდა“ – მოძალადე მამკაცმა ინგა გრიგოლიას ღია ნომრით, ფსიქიატრიული კლინიკიდან დაურეკა

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ მამაკაცმა, რომელიც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა და დაკავებულიც არის, კიდევ დაურეკა. გრიგოლია ინფორმაციას ამის შესახებ “ფეისბუქით” ავრცელებს.
“მოგიყვეთ,როგორ მიცავს ჩემი სახელმწიფო? მას მერე,რაც ამდენი ტანჯვა გავიარე,რომ მოძალადე მანიაკი დაეკავებინათ,რომელიც სახლის კარის შემომტვრევით მემუქრებოდა. დღეს ამ კაცმა ღია ნომრიდან ისევ დამირეკა!!!!!!!!! აი,ამ ნომრიდან დამირეკა,რომელიც დევს სტატუსის ქვეშ,ფსიქიატრიულის ვიღაც თანამშრომლის ნომრიდან. როდესაც ადვოკატმა დარეკა პროკურატურაში ამ ამბის გასაპროტესტებლად,,პროკურატურამ უთხრა,რომ თურმე ამდენი ხანი არ გადაუგზავნიათ დადგენილება თუ მოთხოვნა,რომ მოძალადეს ზარების უფლება ჰქონოდა შეზღუდული . დავიჯერო დაავიწყდა პროკურატურას ამ ზარების უფლების ოფიციალურად შეზღუდვა??? არ მჯერა. უნდოდათ და არ გადააგზავნეს,უნდოდათ ჩემზე ზემოქმედებისთვის და არ შეუზღუდეს მოძალადეს მსხვერპლთან ზარების უფლება.აი,ასე მიცავს სახელმწიფო. არც ერთი წამით აღარ მჯერა,რომ ეს კაცი შემთხვევით გადამეკიდა. გუშინწინ მქონდა ძალიან მძიმე გადაცემა ხორავას ქუჩის მკვლელობაზე ,პროკურატურის მძაფრი კრიტიკით და დღეს უცებ დაარეკინეს ფსიქიატრიულიდან ამ მანიაკს და დღეს პროკურატურა ამბობს,რომ თურმე აქამდე ზარების შეზღუდვა არ აუკრძალავთ მანიაკისთვის. ზუსტად ასევე საეჭვოდ დაემთხვა,როცა ხორავას საქმეზე ქალაქის პროკურორი მყავდა პირდაპირ ეთერში და მძიმე ინტერვიუ მქონდა ბავშვების მკვლელობის გამოძიებაზე,ამ ინტერვიუდან მეორე დღეს პროკურატურის მოთხოვნით მომიწყეს ის ცნობილი ცირკი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში((((((((( დღეიდან არც ერთი წამით აღარ მჯერა,რომ ეს მანიაკი მოგზავნილი არაა ჩემზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის. ეხლა დავწერ პირდაპირ-თუ მოხდება ისე,რომ ამ მანიაკის წყალობით რამე მომივა,მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს. კადრებით შანტაჟის თემა,იმ ეტაპზე მოვიგეთ და ამასაც მოვიგებ. ჩემი იარაღია სიტყვა, ხოდა სიტყვით ვიბრძოლებ. ქალებზე ძალადობას ებრძვიან არა ის…..ზღაპრები მოუყვნენ მათ,ვისაც ამ ზღაპრების სჯერა. მადლობა ყურადღებისთვის!” წერს გრიგოლია, რომელიც “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, რომელიც ტელეფონის იმ ნომერსაც აქცეყნებს, საიდანაც მის მობილურზე ზარი განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე – ახალი ინფორმაცია მივიღეთ, ფარდულის დემონტაჟში ჩართული იყო პოლიცია და გასარკვევია, რა ფორმით
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: „2010 წლიდან დღემდე, პირველად შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევების და დაშავებულთა რაოდენობა “