აღარ გვაქვს ბევრი დრო! მოგვეცით მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის შესაძლებლობა – გოშევსკა

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, მალგოჟატა გოშევსკა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და წერს, რომ მისი დაპატიმრების შემდეგ, დამოუკიდებელ ექიმთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მცდელობა არაერთხელ ჰქონდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მას ამის საშუალებას არ აძლევს.

“ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ კანონმდებლობა ასეთი ფორმის ვიზიტებს არ ითვალისწინებს, თუმცა ამ მომენტამდე არ მიმიღია ინფორმაცია ზუსტად, რომელი კონკრეტული რეგულაცია კრძალავს ასეთი ფორმატის ვიზიტს” – წერს გოშევსკა.

“აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა შეფასებებიდან ირკვევა, რომ ის ებრძვის მრავალ სერიოზულ დაავადებასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს მკურნალობაში ხელს უშლის, რაც ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ დარღვევაზე მიუთითებს: “საქართველოს ხელისუფლება უტიფრად ატყუებს საერთაშორისო საზოგადოებას და ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, მეტიც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაბამის მკურნალობას გადის, მისი საპატიმრო კი სანატორიუმს ჰგავს”,- წერს გოშევსკა.

ის აღნიშნავს, რომ ესაუბრა მესამე პრეზიდენტის დედას, რომელიც “სასოწარკვეთილი ეძებს შვილისთვის საშველს” და წერს, რომ მაქსიმალურად ცდილობს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მეშვეობით, დახმარებას

პოლონეთის სეიმისა და სენატის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, მას მიხეილ სააკაშვილის მონახულებისა და პოლონეთში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შესაძლებლობა მისცეს. მისი თქმით, მდგომარეობის სიმძიმეს ის ექიმებიც აცნობიერებენ, ვინც მესამე პრეზიდენტს მკურნალობენ:

“მოვუწოდებ ქართველებს, საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს – აღარ გვაქვს ბევრი დრო! თითოეულ წამს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! მოგვეცით საშუალება შევაფასოთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო კონსილიუმის მეშვეობით და ასევე შესაძლებლობა მისი პოლონეთში სამკურნალოდ გადმოყვანის. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დაბრუნდება საქართველოში გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, რათა მოიხადოს დაკისრებული სასჯელი. ძალიან გთხოვთ, არ დაუშვათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი”,- წერს გოშევსკა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა
შემდეგი სტატიაევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმით, ეკონომიკურ თვითმკვლელობას სჩადის – პუტინი