ვინ არის აფხაზეთში გორბაჩოვის აგარაკის მფლობელი?+ფოტო

ვინ არის აფხაზეთში გორბაჩოვის აგარაკის მფლობელი?+ფოტო

მიუსერის სამთავრობო აგარაკი «ჩაიკა- M» აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოქმედი რეზიდენციაა და ის გუდაუთადან 18 კმ-ში, ხოლო ბიჭვინთდან 8 კმ-ში მდებარეობს.
მისი მშენებლობა დაიწყო 1988 წელს სსრკ-ს გენერალური მდივანის მიხეილ გორბაჩოვის ბრძანებულების საფუძველზე საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით და აქტიური მონაწილეობით.
1991 წელს სსრკ დაიშალა, შემდეგ კი აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. ასე რომ, გორბაჩოვმა აგარაკზე დასვენება ვერ მოასწრო.
აგარაკი წლების მანძილზე დალუქული იყო. იქ არსებული რუკები და სქემები დღემდე გასაიდუმლოებულია. რეზიდენციას სპეციალური გვირაბი აკავშირებს საგანგებოდ მოწყობილ ნავსაყუდელთან. აგარაკის ტერიტორიაზე პრაქტიკულად ხელშეუხებელი ბუნებაა, ხოლო მთისა და ზღვის შერწყმა ულამაზეს ლანდშაფტს ჰქმნის. აღსანიშნავია, რომ მიუსერაში სტალინის აგარაკიც ,დებარეობს.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთი იმაზე მეტს თმობს ვიდრე კრედიტორები ითხოვდნენ მისგან
შემდეგი სტატიაჟირინოვსკის აღმოჩენა (+18 VIDEO)