საბერძნეთი იმაზე მეტს თმობს ვიდრე კრედიტორები ითხოვდნენ მისგან

ციპრასი კრიზისიდან გამოსვლის ახალ გეგმას წარადგენს

საბერძნეთს ევროჯგუფისთვის ახალი გეგმა არ წარუდგენიასაბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი წინადადებების ახალ პაკეტში, რომელიც კრედიტორებს უნდა წარუდგინოს, იმაზე მეტ დათმობებზე მიდის, ვიდრე კრედოტორები ითხოვდნენ მისგან რეფერენდუმამდე. ის თანახმაა საპენსიო ასაკი და საბიუჯეტო ხარჯები შეამციროს დ აგადასახადები გაზარდოს – ამის შეასხებ როიტერი წერს. სააგენტოს ცნობით, მართალია წინადადებები ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა, თუმცა ინფორმაცია უტყუარია.
ციპრასი იმედს იტოვებს, რომ ბერძნები მის გადაწყვეტილებას წინ არ აღუდგებიან. გამოცემა ასევე იტყობინება, რომ ციპრასი ევროკავშირს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს 12 მილიარდის სთხოვს 8 მილიარის ნაცვლად, რომლის მიღებაც მას მანამდე უნდოდა. მოთხოვნილი თანხის გაზრდა ქვეყანაში საბანკო სექტორის გაჩერებით არის გამოწვეული,.
როიტერის წყარო ამბობს, რომ წინადადებები ჯერჯერობით არ არის დასრულებული, მაგრამ მისი მიზანი სკეპტიკურად განწყობილი კრედიტორების დაკმაყოფილებაა. ახლა ციპრასი ყველაფერს აკეტებს იმისთვის, რომ ევროზონა არ დატოვოს საბერძნეთმა და ქვეყანა შოკში არ ჩავარდეს.
მისი ეს ნაბიჯი საბერძნეთის მემარცხენე რადიაკლებს და პარტნიორებს არ მოეწონებათ, ამიტომ შესაძლებელია ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას პოლიტიკური კრიზისი მოყვეს.
პრემიერ-მინისტრ ციპრასის თქმით წინადადებები, რომელსაც ისინი წარუდგენენ კრედიტორებს, რეფორმების განხორციელების პროგრამას წარმოადგენს.
ორშაბათს საბერძნეთს 3 მილიარდი ევრო აქვს გადასახდელი კრედიტორებისთვის.
ქვეყანაში მოშლილია საბანკო სისტემა და ბანკომატიდან დღიური 60 ევროს მოხმარების ლიმიტიც ორშაბათს ამოიწურება.

banner
წინა სტატიაშიბურჯანაძე მოსკოვში დუმის სპიკერს შეხვდა
შემდეგი სტატიავინ არის აფხაზეთში გორბაჩოვის აგარაკის მფლობელი?+ფოტო