აეროპორტებში მგზავრებს ხელბარგში ნარკოტიკული საშუალებები უპოვეს

ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს – ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

“22-25 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ბათუმის აეროპორტი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უკრაინის, საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ფსიქოტროპული (138 კაფსულა და 23 აბი) და ნარკოტიკული (107 აბი და 2 ბოთლი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

აღნიშნულ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლების 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითანახმა ვართ რეგულაციების საკითხი გადავწიოთ და დღეს დღის წესრიგში დავტოვოთ “თიბისი ბანკი” – ბაქრაძე
შემდეგი სტატიაპრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა შეწყალების წესის გამკაცრება