ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს მასტერკლასი ჩაუტარდათ

news
ავტ.: news ივლისი 6, 2016 11:46

ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს მასტერკლასი ჩაუტარდათ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით მასტერკლასი მიმდინარეობს. ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული საჯარო მოხელეები ადამიანური რესურსების მართვის, ლიდერობისა და ორგანიზაციული კულტურის საკითხებს შეისწავლიან.

მასტერკლასს ტრენერი ზაზა ქოიავა და დიდი ბრიტანეთის მრჩეველი ალექს პოლი უძღვებიან. ტრენერები მოხსენებებს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკაზე, მართვაში ფსიქოლოგიის შემოჭრაზე, ადამიანური რესურსების მართვის მეთოდოლოგიურ საფუძვლებზე, ადამიანური რესურსების დაგეგმვის ძირითად საფუძვლებზე, ლიდერობასა და ორგანიზაციულ კულტურაზე წაიკითხავენ.
მასტერკლასს თავდაცვის სამინისტროს, სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვადასხვა საჯარო უწყებების ადამიანური რესურსების მართვის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები ესწრებიან.

news
ავტ.: news ივლისი 6, 2016 11:46

Google სტატისტიკა


9,124
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics