ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი – ომბუდსმენი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტლებას, რომლის თანახმად, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის გამო, რუსეთმა საქართველოს კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა:

„დღეს დავინახეთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი, მაშინაც კი, როდესაც დიდ და გავლენიან სახელმწიფოს უპირისპირდები – და ევროპული სასამართლო არის ეს ადგილი!“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, კომპენსაციის თანხა 2006 წელს რუსეთიდან გამოძევებულ 1 795 დაზარალებულზე გადანაწილდება.

banner
წინა სტატიაში“ადვილი შესაძლებელია, რომ სადღაც რაიმე ინფორმაციამ გაჟონოს” – გუგეშაშვილი გამოძიებაზე
შემდეგი სტატიარუსთავში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელი გარდაიცვალა