აჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა“ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა

უსკო-ს მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა. აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში მმართველმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
იმის გათვალისწინებით, რომ პროპორციულ არჩევნებში მმართველმა ძალამ 8 მანდატი მიიღო, მაჟორიტარული სისტემით კი 6 მანდატი მოიპოვა 21 წევრიან უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნება“ 14 დეპუტატს შეიყვანს.

საკუთარი არჩევანი აჭარაში რეგისტრირებულმა 114 470 ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 37.09%-ს შეადგენს. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 2 614-ია.

აჭარის მაჟორიტარულ ოლქებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ბათუმის N68-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ვახტანგ წულაძემ ხმების 66.63% მოიპოვა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ელგუჯა ბაგრატიონმა 33.27%.

ბათუმის N69-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ილია ვერძაძემ ხმათა 69.87% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნინო ჯინჭარაძემ – 30.13%.

ბათუმის N70-ე მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნუგზარ სურმანიძემ ხმათა 71.21 % მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გია აბულაძემ 28.79%.

ქობულეთის N71-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი რომანაძე 71.51%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ მამული სურმანიძე – 28.49%.

ხელვაჩაურის N72-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატიმერაბ კარანაძემ ხმების 72.19% , „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ქენან კახიძე – 27.81%.

ხულოს N73-ე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ხვიჩა შარაშიძემ ხმათა 71.44% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნუგზარ ამაღლობელს 28.56% ერგო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ჩატარდა. აჭარის უმაღლესი საბჭო მრავალპარტიული იქნება. „ქართულ ოცნებას“ 14 დეპუტატი, „ნაციონალურ მოძრაობას“ 5 დეპუტატი, ხოლო „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობას“ და „პატრიოტთა ალიანსს“ თითო-თითო დეპუტატი ეყოლებათ.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება- ჟვანია
შემდეგი სტატიასტიქია ლანჩხუთში – ქარბორბალამ რამდენიმე ოჯახი დააზარალა