მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება- ჟვანია

ცესკო-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება.

„ჩვენ ამაზე მოვისმინეთ ზეპირი განცხადება და ამ განცხადების უარყოფა. ჯერჯერობით ფაქტის დადასტურება არ არსებობს. თუკი იარსებებს რაიმე სამართლებრივი პროცესი, საჩივარი, აუცილებლად განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურა. საოლქო კომისიის ხელმძღვანელმა გუშინვე გააკეთა კომენტარი, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. თუმცა ჩვენ სამართლებრივ ჩარჩოებში გვექნება რეაგირება“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიარც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია
შემდეგი სტატიააჭარის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა“ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა